პირველადი დახმარება საწარმოში
პირველადი დახმარება მნიშნელოვანი თემაა და მას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
ყურადღება მიაქციე ამ პლაკატს!
ის საწარმოშია გამოკრული. ის გაჩვენებს, რა უნდა გააკეთო სასწრაფო შემთხვევის დროს. საწარმოში მისვლის შემდეგ სასურველია, რომ ის შეძლებისდაგვარად სწრაფად შეისწავლო.
პირები, რომლებსაც შეუძლიათ აღმოგვიჩინონ პირველადი დახმარება
ეს არიან ადამიანები საწარმოში, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა აღმოგვიჩინონ პირველადი დახმარება. მათ გაიარეს პირველადი დახმარების შემსაწვლელი კურსები. ყოველი საწარმო ვალდებულია დასაქმებული ჰყავდეს ასეთი პირები. ჰკითხე შენს უფროს თანამშრომელს ან უფროსს, ვინ არის თქვენ საწარმოში ასეთი პიროვნება. სასწრაფო შემთხვევა დაუყოვნებლივ შეატყობინე ამ პირს.
პირველადი დახმარების სარეგსტრაციო წიგნაკი (Verbandbuch)
უბედური შემთხვევისას სამუშაოზე, მაგალითად, თუ დანით ხელზე მიიყენე ჭრილობა, ჩააწერინე ეს შემთხვევა სასწრაფო შემთხვევების სარეგისტრაციო წიგნაკში. მოგვიანებით, იმ შემთხვევისათვის, თუ ამ ჭრილობის გამო ძალიან ცუდად გახდები, მაგალითად, წარმოიქმნება ანთება, უფროსს ეცოდინება, რომ ეს მოხდა სამუშაოზე. ეს სარეგისტრაციო წიგნაკი წესით ბიუროში ინახება. ჰკითხე ამის შესახებ შენს უფროს თანამშრომელს ან უფროსს.